fbpx
იტალიაპოლიტიკა

„ეს ნამდვილი იტალიური ეკონომიკური კრიზისია“ – იტალიის განათლების მინისტრი გადადგა მწირი დაფინანსების გამო

იტალიის მთავრობის მიერ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ განათლების მინისტრმა ლორენცო ფიორამონტიმ (LORENZO FIORAMONTI) 25 დეკემბერს თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ EURONEWS-ი წერს.

ლორენცო ფიორამონტის გადადგომის მიზეზი მომავალი წლის ბიუჯეტში მისი უწყებისთვის გამოყოფილი არასაკმარისი დაფინანსება გახდა – იგი ითხოვდა, რომ განათლების ხარჯებისთვის 3 მლრდ ევრო გამოეყოთ, თუმცა დეპუტატებმა დამატებითი ღირებულების გადასახადის ზრდაზე უარის თქმის ფონზე განათლებისთვის ამდენი თანხა „ვერ გაიმეტეს“.

ლორენცო ფიორამონტიმ, რომელიც „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ პოლიტიკური გუნდის წევრია, აღნიშნა, რომ ამგვარი მწირი დაფინანსების ფარგლებში იგი მის მიერ მინისტრის რანგში აღებულ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, ამიტომ თანამდებობას ტოვებს.

მისივე თქმით, პარლამენტის ეს გადაწყვეტილება იტალიაში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებას შეუწყობს ხელს, რადგან 21-ე საუკუნის ეკონომიკა „ადამიანურ კაპიტალს“ ეფუძნება და ცოდნის და უნარების დაკარგვა ნამდვილი ეკონომიკური კრიზისის ტოლფასია, მით უმეტეს,  ევროკავშირის მიერ 2018 წელს განათლების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშის ფონზე – ამ კვლევის თანახმად, იტალიას ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, თუმცა განათლების სისტემაზე სულ უფრო ნაკლებს ხარჯავს და ასეთი მაჩვენებლებით უახლოეს 10 წელიწადში 10 მლნ სტუდენტს დაკარგავს.

იტალიის პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი გასულ ორშაბათს მიიღო, პარტიებს შორის ხანგრძლივი დებატების შემდეგ, 334 ხმით 232-ის წინააღმდეგ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close