fbpx
მსოფლიოnewsსაზოგადოება

უკრაინაში აზარტული თამაშების 150 დაწესებულება დაიხურა

უკრაინის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, მუშაობას შეწყვეტენ ის აზარტული დაწესებულებები, რომლებიც სახელმწიფო ლატარიის ეგიდით ფუნქციონირებენ.

ასევე, უმაღლეს რადაში მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა, რომელიც აზარტული თამაშების ბიზნესის დარეგულირებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ამ გადაწყვეტილებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანაპირები შეასრულა.

ჯამში დაიხურა 150 დაწესებულება და მოხდა დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ეკვივალენტის აღჭურვილობების კონფისკაცია.

უკრაინის შსს-ს ცნობით, იმ დაწესებულებების გარდა, რომლებსაც დადგენილება შეეხო, უკრაინაში აზარტული თამაშების ყველა დაწესებულება დროებით დაიხურა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close