მოგზაურობამსოფლიოიტალიასაზოგადოება

წყალდიდობის შემდეგ ვენეციაში ტურისტთა ნაკადი 40%-ით შემცირდა

ნოემბერში მომხდარი ძლიერი წყალდიდობების შემდეგ ვენეციაში ტურისტთა ნაკადი 40%-ით შემცირდა, სამაგიეროდ ტურისტების ნაკადი გაიზარდა დოლომიტური ალპების კურორტებზე, რადგან წყალდიდობამ ტურისტები დააფრთხო და ურჩევნიათ, შვებულება სხვა ადგილას გაატარონ, თუნდაც ისევ ვენეტოს რეგიონში.

ამის შესახებ ასოციაცია Federalberghi Veneto იუწყება, რომელმაც სასტუმროების დაჯავშნის მონაცემები შეისწავლა და დეკემბრის პროგნოზი მოამზადა.

ვენეციაში ანომალიური მოქცევების შემდეგ ტურისტების დიდმა ნაწილმა ჯავშანი გააუქმა. გაუქმებული ჯავშნების უმეტესობა სასტუმროებსა და B&B-ს ტიპის ოტელებს ეხება, რომლებიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს: საგანგებო სიტუაციების შემდგომ დღეებში გაუქმებული ჯავშნების რაოდენობამ 45%-ს მიაღწია.

ამ ინფორმაციას ოტელიერების ვენეციური  ასოციაცია Ava Federalberghi ავრცელებს და აცხადებს, რომ „პირველად ისტორიაში მოხდა ისეთი რამ, რაც არასდროს მომხდარა: ჯავშნების მასობრივი გაუქმება, შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეების ჩათვლით“.

ქალაქის მერი ლუიჯი ბრუნიარო შეშფოთებულია შექმნილი სიტუაციით და მოუწოდებს მოგზაურებს, ნუ დაპანიკდებიან და ნუ გადაიფიქრებენ ვენეციაში ვიზიტს.

„გადაჭარბება ყოველთვის ცუდია, – ამბობს ბრუნიარო. – ჩვენმა საოცარმა ქალაქმა დრამატული მომენტები გადაიტანა, თუმცა ამ ყველაფერმა გაიარა. და ის ისევ ცოცხლობს“.

ნიკო აბაშიშვილი

სან მარკოს მოედანი, 13 ნოემბერი, 2019 წ; ფოტო: AP /Luca Bruno

მსგავს თემაზე: ნამდვილი აპოკალიფსი ვენეციაში: წყლის დონე – 187 სმ, ორი ადამიანი დაიღუპა (ფოტოები და ვიდეო)

ვენეციაში წყალდიდობის შედეგად ზარალი უკვე €1 მილიარდია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close