ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

„თამთა ყოველთვის განსაკუთრებულია“ – ქართველი მომღერალი სტუმრად პოპულარულ გადაცემაში (ვიდეო)

ქართველი მომღერალი თამთა (გოდუაძე), მოგეხსენებათ, საბერძნეთში ძალიან პოპულარულია. გარდა მუსიკალური შემოქმედებისა, იგი STYLE ICON-ადაც არის აღიარებული. ნიჭიერი, დახვეწილი და მომხიბვლელი ქართველი მუსიკოსის ყოველი გამოჩენა ბერძნულ მედიაში დიდ ინტერესს იწვევს.

ამჯერად თამთა ტელეკომპანია „სკაის“ პოპულარულ გადაცემა „კალო მესიმერაკის“ (Καλό Μεσημεράκι) სტუმრობდა. გადაცემის წამყვანთან, ნიკოს მუცინასთან საუბარი შეეხო თამთას ახალ სიმღერას Sex With Your Ex, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა. სიმღერა 15 ნოემბერს განთავსდა Youtube-ზე და ამ დროისთვის უკვე 890 ათასამდე ნახვა აქვს.

წამყვანმა აღნიშნა, რომ თამთა ყოველთვის განსაკუთრებულია და მუსიკის მოყვარულებს მუდამ სიურპრიზებს სთავაზობს. ამავე დროს, მუცინასის თქმით, თამთა მუდმივად იცვლის გარეგნობას, განსხვავებულ ფერებში იღებავს თმებს, მაგრამ ამჯერად კლიპში თმები ნაკლებად აქვს შეღებილი და ძალიან ბუნებრივად გამოიყურება, რაც უხდება.

თამთამ აღნიშნა, რომ მალე გამოუშვებს ინგლისურენოვან ალბომს, რომელშიც ახალი სიმღერაც შევა. მისივე თქმით, საბერძნეთში დიდ დროს ატარებს მეგობრებთან ერთად, რადგან გვერდით არ ჰყავს ნათესავები ან თანაკლასელები. მეგობრები მას ამ სიცარიელეს უვსებენ და მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს.

გადაცემის ბოლოს თამთა წამყვანს ჰოთდოგების დამზადების სისწრაფეში შეეჯიბრა.

ნახეთ გადაცემა:

მოუსმინეთ თამთას ახალ სიმღერას, რომელმაც ბერძენი პუბლიკის დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
Close