საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: ძლიერი მიწისძვრა კრეტაზე

გუშინ ღამით, ადგილობრივი დროით 23:58 საათზე კუნძულ კრეტიდან აღმოსავლეთით, 38 კმ-ის დაშორებით ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

გეოდინამიკის ინსტიტუტის მონაცემებით, სიმძლავრე რიხტერის სკალით 5,4 ბალი იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი ათენიდან სამხრეთით, 350 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა – სეისმური აქტივობა წარმოიშვა ზღვის ზონაში, 30 კმ-ის სიღრმეზე კასუდან აღმოსავლეთით და ბევრ რაიონში იგრძნობოდა, უმთავრესად კი, კრეტის აღმოსავლეთ ნაწილში.

ერთი დღით ადრე კუნძულიდან სამხრეთით, ზღვაში ბიძგების სერია მოხდა, რომელთა სიმძლავრე 1,4-იდან 4,4 ბალამდე იყო. მთლიანობაში 24 საათის განმავლობაში მთელ საბერძნეთში და მიმდებარე ზღვის ზონებში 80-მდე მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რაც სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს.

შეგახსენებთ, რომ 4 დღით ადრე კრეტის ზონაში 4,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. საბედნიეროდ, მიწისძვრებს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close