fbpx
საზოგადოებასაქართველო

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს საღამოს განახლდება

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გახსნილია და ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილება. პარლამენტა გუშინ, აქციის დაშლის შემდეგ მუშაობა განაახლა. სპეცდანიშნულების რაზმის მიერ კარვების, ტომრებისა და კასრებისაგან რუსთაველის  გამზირის გაწმინდის შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან 10-მდე კარავი მაინც გაშალეს.

ახალი საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღეს საღამოს 19 საათზე იგეგმება, მანამდე ოპოზიციონერი ლიდერები სამომავლო გეგმებს დასახავენ.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.

აქციის დაშლის შემდეგ გუშინ შინაგან საქმეტა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტთან აქციაზე 37 პირი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის; პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს. დაშავდა აქციის ოთხი მონაწილე და ორი სამართალდამცველი. დაშავებულებს სამედიცინო დაწესებულებებში ექიმებმა შესაბამისი დახმარება გაუწიეს.

ნინო ხოშტარია

წყარო: imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close