fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ბრიუსელში ქუჩაში სიგარეტის ნამწვის გადაგდებისთვის ჯარიმა 200 ევრო ხდება

ბრიუსელის მერიამ ქუჩაში სიგარეტის ნამწვის გადაგდებისთვის ჯარიმა ოთხჯერ გაზარდა ანუ მოქალაქეები ქუჩაში ნამწვის გადაგდებისთვის 50 ევროს ნაცვლად 200 ევროთი დაჯარიმდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ახალი წესები 2020 წლიდან ამოქმედდება.

მანამდე ადგილობრივი ხელისუფლება საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს და ქუჩებში დამატებით ურნებს განათავსებს. 9 უფლებამოსილი აგენტი იმოძრავებს ქალაქში და კანონის დამრღვევებს დააჯარიმებს. საქმეში შესაძლოა პოლიციაც ჩაერიოს და ამ შემთხვევაში მოქალაქე რისკავს, რომ ადმინისტრაციულ ჯარიმას დააკისრებენ, რომელიც 350 ევრომდე შეიძლება გაიზარდოს. ამ შემთხვევაში პროცედურა უფრო მკაცრია და მუნიციპალიტეტის მხრიდან დამატებით ხარჯს მოითხოვს, ამიტომ ამ ტიპის სანქციას ბრიუსელში, პრაქტიკულად, არ მიმართავენ.

როგორც ბრიუსელის მერიაში აცხადებენ, დასუფთავების სამსახურების მიერ შეგროვებული ნარჩენების 30% სიგარეტის ნამწვია, მათი შეგროვება საზოგადოებრივ ადგილებში ძალიან ძნელია, განსაკუთრებით ნაწვიმარზე, რომცა ნამწვი მიწას ან ტროტუარს ეკვრის. ცნობილია, რომ სიგარეტის ნარჩენების დაშლისთვის 15 წელია საჭირო, ისინი ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავენ, როგორიცაა ტყვია და ნიკოტინი, აბინძურებენ და აუშნოებენ გარემოს და მცენარეების ზრდასაც ხელს უშლიან.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close