fbpx
საზოგადოებასაქართველო

5 ქალი და ერთი მამაკაცი – დღეს აჭარაში 100 წელი 6 ადამიანს შეუსრულდა

დღეს, პირველ ივლისს, აჭარაში 6 ადამიანს 100 წელი შეუსრულდა – ფატყუმე გელაძეს, ფატი საგინაძეს, შადიე ცეცხლაძეს, ნინა შაინიძეს, აიშე დეკანაძეს და ამირან ბოლქვაძეს. იუბილართა შორის ხუთი ქალია და ერთი კაცი. ყველა მათგანი ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კაცი ასი წლის გახდა. აჭარაში ასი ან ას წელს გადაცილებული სულ 34 ადამიანი ცხოვრობს – 33 ქალი და 1 კაცი. მათგან უხუცესი 114 წლისაა.

100 წელს გადაცილებულ ადამიანებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 1000 ლარს გადასცემს.

batumelebi.netgazeti.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close