იტალიელმა ისტორიკოსმა საქართველოს სიყვარულით შვილს GIORGIA დაარქვა

იტალიელმა ისტორიკოსმა და მწერალმა ფრანჩესკო ტრეჩიმ თავის მეორე ქალიშვილს ჯორჯა (GIORGIA) დაარქვა, რითაც საქართველოს მიმართ თავისი პატივისცემა გამოხატა.

„აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ ქართულ ენაზე 2000 წელია საუბრობენ. ამის გამო იყო, რომ 2002 წელს დისერტაცია საქართველოზე დავიცავი და თბილისში პირველად ჩამოვედი 2003 წელს“, – უთხრა იტალიელმა ისტორიკოსმა „პრაიმტაიმს“.

ფრენჩესკო ჰყვება, რომ საქართველო მისი უდიდესი სიყვარულია, მიუხედავად იმისა, რომ ცოლი იტალიელი ჰყავს და იტალიაში მუშაობს. ფრანჩესკო საქართველოში სულ 7-ჯერ იყო. „ჩემი ცხოვრება, ფაქტობრივად, საქართველოს ეძღვნება, მისი ისტორიის და კულტურის შესწავლას“, – ამბობს იტალიელი ისტორიკოსი.

წყარო: primetime.ge

კომენტარები