პოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

კვიპროსზე რაკეტა ჩამოვარდა

კვიპროსზე, ნიქოზიის მახლობლად რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

რაკეტა თურქეთის მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთ კვიპროსში, ნიქოზიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოვარდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა რაკეტის ჩამოვარდნის ადგილას ხანძარი გაჩნდა.

ჩრდილოეთ კვიპროსის  ლიდერის, მუსტაფა აკინჯის ვარაუდობით, ინციდენტი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსი სირიასთან ახლოს მდებარეობს, გვიან ღამით კი, ისრაელის თვითმფრინავებმა ჰომსის პროვინციასა და დამასკოში სირიის არმიის პოზიციებზე იერიში მიიტანეს.

კვიპროსელმა სამხედრო ანალიტიკოსმა ანდრეას პენტარასმა განაცხადა, რომ რაკეტის ნამსხვრევები რუსული С-200-ის მსგავსია, რომელიც სირიის არმიის შეიარაღებაშია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close