ქათმის ფილე არაჟნის სოუსში

ეს გემრიელი კერძი ადვილი მოსამზადებელია და სადღესასწაულო სუფრასაც მოუხდება. რადგან ძალიან სწრაფად კეთდება, ყველა ინგრედიენტი წინასწარ მოამზადეთ, რომ თვალწინ გქონდეთ.
საჭირო პროდუქტი:
600 გ ქათმის ფილე, 50 მლ რძე, 200 გ არაჟანი, 2 ს/კ ფქვილი, 200 გ წყალი, 1 დიდი თავი ხახვი (ან ორი საშუალო), 50 გ კარაქი (ან 3 ს/კ ზეთი), 4-5 კბილი ნიორი (ზომის მიხედვით), 1 ჩ/კ ხმელი სუნელი, 1/3 ჩ/კ ძირა, მარილი და პილპილი (გემოვნებით). ცოცხალი მწვანილი მოსართავად (ბაზილიკი, ოხრახუშის ან კამა, შეგიზლიათ რუკოლითაც მორთოთ).
მომზადების წესი:
აადუღეთ ქვაბში წყალი, ჩააწყვეთ ქათმის ფილე, ადუღეთ 2-3 წუთი (ეს პროცედურა აუცილებელი არ არის, მაგრამ სასურველია დღევამდელ პირობებში, როდესაც ქათმებს სხვადასხვა სახის დანამატებით კვებავენ); ამოიღეთ წყლიდან და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად, ხახვი – ალყა-ალყად. ხახვი მოშუშეთ კარაქში (ან ზეთში ოქროსფრად უნდა მოიშუშოს, არ დაგეწვათ), დაჭრილი ფილე კი ცალკე დაბრაწეთ. რძისა და წყლის ნარევში გახსენით ფქვილი, დაუმატეთ არაჟანი, მარილი, სუნელები და ქათმის ფილეს ნაჭრებს დაასხით; წამოდუღების შემდეგ დაუმატეთ მოშუშული ხახვი, დაახურეთ თავი და განაგრძეთ შუშვა დაახლოებით 7-10 წუთი, სანამ ფილე არ მომზადდება და სოუსი არ შესქელდება. ბოლოს უყავით დაჭყლეტილი ნიორი, ცხარე წიწაკა, პილპილი (გემოვნებით), თუ მარილი აკლია, მარილიც. სუფრაზე მიტანის წინ მორთეთ მწვანილით.
ამავე თემაზე: ყველაფერი ქათმის ხორცზე – საჭირო ინფორმაცია და კერძების რეცეპტები
ყველაფერი ქათმის ხორცზე – საჭირო ინფორმაცია და კერძების რეცეპტები



