იტალიაში უმსხვილესმა ავიაკომპანია Alitalia-მ, იტალიის ერთ-ერთმა სიმბოლომ, არსებობა ოფიციალურად რომ შეწყვიტა, ამის შესახებ nostal.ge უკვე წერდა.
ახლა გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც Alitalia-ს ყოფილი სტიუარდესების „შიშველ“ საპროტესტო აქციას ასახავს – 50-მა ქალმა რომის ცენტრში სახალხოდ გაიხადა.
გაშიშვლებული სტიუარდესების პროტესტის მიზეზი მოსალოდნელი შემცირებები გახდა – Alitalia-ს სამართალმონაცვლე ITA-ში თანამშრომელთა მხოლოდ მეოთხედი გააგრძელებს მუშაობას.
ძველ „ალიტალიაში“ 10 500 სამუშაო ადგილი იყო, ITA-ში კი მხოლოდ 2800 საშტატო ერთეულია.
პროფკავშირები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ სამსახურიდან დათხოვნილებისთვის შემწეობის გადახდა ხუთ წლამდე ვადით გაახანგრძლივოს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები