ეკონომიკაიტალია

ფლეშმობი რომის ცენტრში – იტალიელმა სტიუარდესებმა საჯაროდ გაიხადეს (ვიდეო)

იტალიაში უმსხვილესმა ავიაკომპანია Alitalia-მ, იტალიის ერთ-ერთმა სიმბოლომ, არსებობა ოფიციალურად რომ  შეწყვიტა, ამის შესახებ nostal.ge უკვე წერდა. 

ახლა გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც Alitalia-ს ყოფილი სტიუარდესების „შიშველ“ საპროტესტო აქციას ასახავს – 50-მა ქალმა რომის ცენტრში სახალხოდ გაიხადა.

გაშიშვლებული სტიუარდესების პროტესტის მიზეზი მოსალოდნელი შემცირებები გახდა – Alitalia-ს სამართალმონაცვლე  ITA-ში თანამშრომელთა მხოლოდ მეოთხედი გააგრძელებს მუშაობას.

ძველ „ალიტალიაში“ 10 500 სამუშაო ადგილი იყო, ITA-ში კი მხოლოდ 2800 საშტატო ერთეულია.

პროფკავშირები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ სამსახურიდან დათხოვნილებისთვის შემწეობის გადახდა ხუთ წლამდე ვადით გაახანგრძლივოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close