fbpx
მსოფლიო

ლონდონის ტაქსის კომპანია მძღოლებს თვეში 5000 ფუნტს სთავაზობს

Addison Lee, ლონდონის უმსხვილესი ტაქსის კომპანია, მძღოლების მოსაზიდად დასაქმების მსურველებს ოთხი კვირის სამუშაოსთვის 5 000 ფუნტს ($6861) სთავაზობს.

ხელფასის გარანტია მხოლოდ პირველ თვეზე ვრცელდება და მძღოლებისგან 140 შეკვეთის შესრულებას მოითხოვს. კომპანიის დამატებითი ბონუსები, ასევე, მოიცავს ანაზღაურებად დასვენების დღეებს და პენსიას.

Brexit-მა ბრიტანეთში პერსონალის დეფიციტი წარმოშვა რიგ ინდუსტრიებში, მათ შორის, სოფლის ​მეურნეობაში, საბანკო საქმეში, საცალო ვაჭრობასა და ტრანსპორტირებაში.

სატვირთო მანქანების მძღოლების სიმცირემ ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და პორტების ბლოკირება გამოიწვია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდარტ ვიკრამ ფილიპი

businessformula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close