fbpx
სპორტი

საბერძნეთიდან ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატის 5 მედალი, მათ შორის 2 ოქრო ჩამოიტანეს

საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკიში (Λουτράκι), ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა კურტანიძემ ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ოქროს მედალი.

ლუკა კურტანიძის გარდა მსოფლიო ჩემპიონი სურამელი ამირან წიქვაძე (70 კგ) გახდა. მალხაზ როზომაშვილი (78 კგ) ვერცხლს დაეუფლა, ხოლო გივი სიხარულიძე და შანშე ტლაშაძე (62 კგ) – ბრინჯაოს.

22-24 ოქტომბერს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ტურნირი  გაიმართება და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ვეტერანები იქაც წარმატებით იასპარეზებენ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close