კინო/ფილმებიმსოფლიო

პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან, სადაც მკვლელობა მოხდა – კიდევ რა ტრაგედიები დატრიალდა კადრს მიღმა (ვიდეო)

ამერიკელი მსახიობის, ალეკ ბოლდუინის საბედისწერო გასროლას გადასაღებ მოედანზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ნიუ-მექსიკოში ფილმ „რასტის“ (“Rust”) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას მოხდა.

გადასაღებ მოედანზე ხშირად ხდება გაუთვალისწინებელი და ტრაგიკული ფაქტები, თუმცა რეგულაციები წლიდან წლამდე მკაცრდება. გთავაზობთ ქრონოლოგიას ყველაზე ტრაგიკული შემთხვევებისა, რომელიც გადასაღებ მოედანზე წლების განმავლობაში ხდებოდა.

1959 წელს ფილმ „Ben Hur“-ის გადღებების დროს კასკადიორი მძიმედ დაშავდა.

1982 წელს, ფილმის “Twilight Zone: The Movie” გადაღების დროს ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის გამო სამი მსახიობი დაიღუპა, მათგან – ორი ბავშვი, დაშავდა 6 ადამიანი. ამ შემთხვევის შესწავლის შემდეგ გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ზომის დარღვევა და კინოინდუსტრიაში წესები გამკაცრდა.

1984 წლის 26 მაისს სატელევიზიო სერიალის „Cover UP“ გადაღების დროს მსახიობმა ჯონ ჰექსუმმა გადასაღებ მოედანზე იარაღით თვითდაზიანება მიიყენა თავის არეში.

1993 წელს ფილმის “The Crow” გადაღებების დროს მსახიობი ბრენდონ ლი დაიჭრა. მას მნიშვნელოვანი დაზიანებები მუცლის არეში ჰქონდა მიღებული. 22-საათიანი ოპერაციის შემდეგ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2003 წელს კვენტინ ტარანტინოს ფილმის “Kill Bill“-ის გადაღებების დროს მსახიობი უმა თურმანი ავიაკატასტროფაში მოხვდა, რა დროსაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო. ავტოავარიის შედეგად მან დაიზიანა მუხლები და ტვინის შერყევა მიიღო.

2007 წელს ფილმ „Dark Knight”-ის გადაღებების დროს ავტოავარიის შედეგად გადასაღებ მოედანზე დაიღუპა ფილმის სპეციალური ეფექტების ტექნიკოსი.

2011 წელს ბულგარეთში გადასაღებ მოედანზე ძლიერი აფეთქების შედეგად იღუპება კასკადიორი, მძიმე დაზიანებებს იღებს გადაღებებში ჩართული კიდევ ერთი პირი.

2014 წელს “Star Wars: The Force Awakens”-ის გადაღების დროს მძიმე დაზიანებას იღებს მსახიობი ჰარისონ ფორდი. დაზიანება მან ერთ-ერთი სცენის დროს მიიღო, როცა ლითონის კარს ფეხს ურტყამდა. მიღებული დაზიანების გამო მას ოპერაცია დასჭირდა.

ტრაგიკული იყო 2015 წელს “Resident Evil: The Last Chapter”-ის გადაღებებიც: მოტოციკლების რბოლის დროს მძიმედ დაშავდა კასკადიორი ქალი, მას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, ოპერაციის დროს კი მისი ფეხის ამპუტირების საკითხი დადგა დღის წესრიგში. ამავე გადაღებების დროს მამაკაცი დაიღუპა. 2019 წელს დაშავებულმა ოლივია ჯექსონმა ამერიკულ არხ „ეი ბი სის“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და დეტალურად უამბო ინციდენტის შემდეგ მის გარშემო განვითარებული პროცესების შესახებ.

2017 წელს “Deadpool 2”-ის გადაღებების დროს დაიღუპა კასკადიორი ქალი. გადაღებები მაშინ ვანკუვერის ცენტრში მიმდინარეობდა.შემთხვევის დროს კასკადიორი მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც მან საჭე ვერ დაიმორჩილა და მოპირდაპირე შენობის ფანჯარას შეეჯახა.

 

amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close