რა გზით ვიაროთ? – დღეს ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის მომცველი საკითხი
რა გზით ვიაროთ? – ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის მომცველი საკითხი.
🙏 უნდა ვიაროთ ბნელიდან ნათლისკენ, ცოდვიდან – სიწმინდისაკენ, განკითხვიდან – ყოვლის მიტევებისკენ, სიძულვილიდან – სიყვარულისკენ, მიწიდან – ზეცისკენ. ეს გზა ერთადერთია და გულისხმობს ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას ანუ ეკლესიურობას, რადგანაც აქაა მხოლოდ შესაძლებელი სულიერი სრულყოფის კიბეზე ამაღლება.
🙏 დღეს მორწმუნე ადამიანს დიდი მოთმინება მართებს, რომ ამდენ ტყუილს, ცილისწამებასა და ღვარძლს გაუძლოს და თვითონაც არ გადაგვარდეს. ჩვენი შესაძლებლობებით ეს მიუღწეველია, ღვთის დახმარებით კი – შესაძლებელი. აუცილებელია, უფალთან სულიერი, ლოცვითი ურთიერთობა, ბიბლიისა და წმინდა მამების დარიგებების კითხვა, რომ განვმტკიცდეთ და შეწევნაც ღვთისა მივიღოთ.
არ შეგეშინდეთ, უფლის ძალა და მადლი ჩვენთანა.
ილია მეორე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
კომენტარები