მოგზაურობასაქართველო

ისრაელის პარლამენტმა საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა გადადო

ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს.

კომიტეტეტის თავმჯდომარე გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე, სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის შესახებ დამატებითი განმარტების წარმოდგენა სთხოვა.

შეუძლებელია აკრძალული ქვეყნების ჩამონათვალის გაფართოება მანამ, სანამ თავად ისრაელში არ განისაზღვრება შესაბამისი ზომები და აღსრულების მექანიზმები, – განაცხადა მან.

კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებად ისრაელი ამ ეტაპზე განიხილავს არგენტინას, ბელარუსს, ბრაზილიას, ინდოეთს, ყირგიზეთს, მექსიკას, რუსეთს, ესპანეთს, სამხრეთ აფრიკასა და უზბეკეთს. გასულ პარასკევს ამ სიაში ისრაელმა ესპანეთი და ყირგიზეთიც შეიყვანა.

ისრაელის მოქალაქეებსა და ბინადრობის უფლების მქონე პირებს ამ ქვეყნებში მოგზაურობა ეკრძალებათ სპეციალური სამთავრობო ნებართვის გარეშე.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო „ნარინჯისფრიდან“ „წითელი“ რისკის ზონის ქვეყნების სიაში უნდა გადასულყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება აეკრძალებოდათ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, უცხოეთიდან ისრაელში დაბრუნებულ 12 მოქალაქეს კორონავირუსის „დელტა პლუს“ შტამი გამოუვლინდა, მათ უმრავლესობას საქართველოში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საქართველოში ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა გასულ 24 საათში მკვეთრად გაიზარდა – დადასტურდა 3 666 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

გაიზარდა კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელიც და 8,68% შეადგინა. ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელია 6,03%, ბოლო შვიდი დღის –  6,71%.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close