საზოგადოებასაქართველო

კოვიდბარათის QR კოდით საქართველო არ არის მიერთებული ევროკავშირის სივრცეს, მაგრამ შესაბამისი სტრუქტურები ამისთვის მუშაობენ – ამირან გამყრელიძე

QR კოდი იკითხება მშვენივრად. ერთადერთი, QR კოდით ჩვენ არ ვართ მიერთებული ევროკავშირის სივრცესთან, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემლძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კოვიდბარათის QR კოდთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ, რომ საქართველო თანდათან მიუერთდეს ამ სივრცეს.

„ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შესაბამისი სტრუქტურები მუშაოებენ და საქართველო თანდათან უნდა მიუერთდეს ამ სივრცეს. ხოლო QR კოდს თუ დაანათებთ, იქიდან ამოიკითხავთ, რომ აცრილი ხართ ამა და ამ დოზით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close