გერმანიაში ექიმს კოვიდინფიცირებული პაციენტების მკვლელობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ექიმმა ორ პაციენტს სპეციალური სამედიცინო საშუალება მისცა, რათა მათი „ტანჯვა შეემსუბუქებინა“, რამაც მათი სიკვდილი დააჩქარა.
გარდაცვლილი პაციენტები 47 და 50 წლის იყვნენ.
ინციდენტი ესენის ჰოსპიტალში 13 და 17 ნოემბერს მოხდა. საუნივერსიტეტო კლინიკის 44 წლის მთავარი ექიმი დაკავებულია. მას ბრალად ედება პაციენტების მკვლელობა.
1tv.ge
კომენტარები