იტალიასაზოგადოება

ვინ დაწერა იტალიაში მემორიალზე ქუთაისის უბნის სახელი „ზაოდი“? (ვიდეო)

იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი – „ზაოდი“ მიაწერეს. წარწერის ამსახველი ფოტო ფეისბუქში გრავინა ინ პულიას მერმა ალესიო ვალენტემ გამოაქვეყნა და იმ ადამიანის დასჯა მოითხოვა, რომელმაც ეს გააკეთა.

„ჩვეულებრივი იდიოტები. წუხელ ისინი ომის მემორიალს დაესხნენ თავს. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მათ ხსოვნას, ვინც თავიანთი თავგანწირვით ამ იდიოტებს მისცა თავისუფალ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, პოლიცია იპოვის პასუხისმგებელ პირებს. ამ შემთხვევაში, მე ვთხოვ მათ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთონ. იმედია, ესმით, რამდენად საშინელია მათი ქმედება, მოინანიებენ და ექნებათ იმის გამბედაობა, რომ თავად გამოასწორონ. ნებისმიერ შემთხვევაში, გპირდებით, ამაღამ, ყველაზე გვიან კი ხვალ, მუნიციპალიტეტის მიერ მემორიალი წარწერისგან გაიწმინდება“, – წერს გრავინა ინ პულიას მერი ალესიო ვალენტე.

როგორც გაირკვა, მემორიალი სკოლის მოსწავლემ დააზიანა, რომელიც დედამ დირექტორთან ამხილა და მზად არის, ზარალიც აანაზღაუროს.

ქალაქ პულიას მერის, ალესიო ვალენტის განცხადებით, დედამ შვილის მიერ დაზიანებული მემორიალის გასუფთავების ნებართვაც ითხოვა. როგორც ვალენტი აღნიშნავს, ქალბატონის მხრიდან ასეთი ქცევა სამაგალითო და ბევრი ადამიანისთვის მისაბაძია.

„სამაგალითო საქციელია, მან საკუთარი შვილი სკოლის დირექტორთან ამხილა და ზიანის ანაზღაურების ნებართვა ითხოვა. მემორიალი მისი დახმარებით გასუფთავდა“, – განაცხადა ალესიო ვალენტიმ.

report.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close