fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა «Сніданка с 1+1“-ს ეთერში განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე აუცილებელია საგადასახადო სფეროში უაზრო რეგულაციების გაუქმება.

„ამჟამად უკრაინაში დიდი კრიზისია, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. პირველი, რაც ეკონომიკის დასახმარებლად უნდა გაკეთდეს, ესაა ბიზნესის ადინისტრაციული ჩარევისგან გათავისუფლება. საჭიროა უამრავი რეგულაციის გაუქმება და, რაც მთავარია, თავისუფლება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, სამედიცინო სისტემა მთლიანად უნდა შეიცვალოს, რადგან ნაწილობრივი ცვლილებები არაფრის მომტანია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა.

ამის შემდეგ საქართველომ უკრაინიდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

„პროგრესნიუსი“

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close