ტესტი: გაიგეთ თქვენი ხასიათის ტიპი
სპონტანურად, დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული 8 სახიდან.
ახლა ნახეთ თქვენი შედეგი:
1. ბედნიერი ადამიანი ხართ და ნებისმიერ პრობლემას თვალს უსწორებთ! რამე არ მოგწონთ? პირდაპირ ამბობთ. რამე გაშფოთებთ? უყოყმანოდ ანადგურებთ ყველაფერს თქვენს გზაზე. ნამდვილი ოპტიმისტი ბრძანდებით, ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი გაგებით!
2. ყველანაირი დავიდარაბისა და არეულობის მომხრე ხართ, შიმშილობის გარდა! 🙂 თავით სწრაფად ეშვებით თავგადასავალში და ასევე სწრაფად პოულობთ გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან. პრობლემები არ არსებობს, არის ამოცანები! – ესაა თქვენი ცხოვრების დევიზი.
3. მშვიდი, წყნარი, ზოგჯერ მოსაწყენი ადამიანი ხართ. გირჩევნიათ არა პრობლემების მოგვარება, არამედ მათი თავიდან არიდება. თუ გაქცევას ვერ ახერხებთ, სიტუაციას თვითდინებით უშვებთ.
4. ისევ რაღაც ჩაიფიქრეთ! 🙂 ყოველი ახალი დღე – ახალი იდეები და მიღწევები, ერთ ადგილას ჯდომა თქვენი სტილი არაა. არის სადმე ფულის შოვნის შესაძლებლობა? – ადგილზე პირველი ჩნდებით. არის განტვირთვის შესაძლებლობა? – უკვე თქვენს ყველა მეგობარს ურეკავთ. აღმერთებთ ყველა სახის არასტანდარტულ სიტუაციას.
5. უმჯობესია, არ გაგანაწყენოთ ვინმემ, თორემ ეს ცუდად დასრულდება არა მხოლოდ მისთვის, არამედ 1500 კილომეტრის რადიუსში მყოფი ყველა არსებისთვის. 700 კგ ტროტილივით ფეთქებადი და მაკედონიური ხარივით ველური – აი, ვინ ბრძანდებით. 🙂
6. ყველაზე მაღალი დონის ფოტოაპარატის მიერ გადაღებული ფოტოსავით მკაფიო ბრძანდებით. პრობლემები თქვენი ამპლუა არ არის, თუ საუბრის დასრულებას სიტყვებით ვერ ახერხებთ, მაშინ ყველაფერი თქვენი თანამოსაუბრის გაფუჭებული ვარცხნილობით ან ჰოსპიტალიზაციით მთავრდება. 🙂
7. შედედებული რძე, ფუნთუშები, ვაფლის ხვეულები, ნაყინი და სხვა გემრიელობები მთელი ცხოვრების განმავლობაში თან გდევთ. თუ ვინმე თქვენს წყენინებას დააპირებს, თქვენ მას, პირველ რიგში, ნაზად ხვევთ მკლავებს და აგრესორი უცებ დნება თქვენი ჰაეროვნებისგან – ეს სრულყოფილი თავდაცვაა! 🙂
8. აბა, ეგ რა სადარდებელია, პრობლემას ვერ ვხედავ! 🙂 ყველაფერს ბოლო მომენტისთვის იტოვებთ, საკუთარ საქმეებს ყველაზე არასტანდარტული გზით აგვარებთ. როგორც წესი, ისეთ ადამიანებს, როგორიც თქვენ ხართ, ცხოვრებაში პრობლემები არ აქვთ. თქვენ ხომ უბრალოდ არ იცით მათი არსებობის შესახებ! 🙂
მოამზადა თამარ ქავჟარაძემ
კომენტარები