fbpx
ხელოვნებაიტალიასაზოგადოება

იტალია: კორონავირუსი მინდორზე – გამბარინის ახალი „ტილო“

იტალიელმა ფერმერმა და მხატვარმა, ლენდარტის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა დარიო გამბარინმა (DARIO GAMBARIN) თავისი ახალი ნამუშევარი „კორონავირუსის აფეთქებას“ მიუძღვნა. მან ვირუსის სახელწოდება თავის მინდორზე ტრაქტორის საშუალებით დაწერა – ამის შესახებ სააგენტო „ანსა“ იტყობინება.

ლენდარტის სტილში შესრულებულმა ნაწარმოებმა 90 მ სიგანის და 230 მ სიგრძის (20 700 კვ. მ) ფართობი დაიკავა მინდორში, სადაც სოია იზრდებოდა. ეს იგივე მინდორია კასტანიაროში (Castagnaro, Verona), სადაც გამბარინმა შარშან მარტში ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის პორტრეტი შეასრულა იტალიაში მის ვიზიტთან დაკავშირებით.

თავისი ახალი ნამუშევარი კი ხელოვანმა ყველა მკვლევარს და მეცნიერს მიუძღვნა, რომლებიც ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ. მისი განცხადებით, როცა „ნაწარმოები“ დაასრულა, ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ იტალიის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის 3-მა თანამშრომელმა ვირუსის შტამის გამოცალკევება შეძლო.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: ლეონარდო და ვინჩის ავტოპორტრეტი მინდორში

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close