fbpx
მოგზაურობამსოფლიო

ევროკავშირი ავიარეისების გადადებისთვის კომპენსაციის გაცემის წესის გადახედვას გეგმავს

ევროკავშირი ავიარეისების გადადებისთვის დაწესებული კომპენსაციების გაცემის წესის გადახედვას გეგმავს.

როგორც „როიტერი“ იუწყება, კომპენსაციის ოდენობა უცვლელი დარჩება, თუმცა გაიზრდება ფრენის გადადების დრო, რომლის გასვლის შემდეგაც შესაძლებელია კომპენსაციის მოთხოვნა.

დღეს მოქმედი კანონით, თუ რეისი სამი საათით მაინც დაიგვიანებს, მგზავრებს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვთ.

წესების გადახედვის მოთხოვნით ხორვატია გამოვიდა. ამასთან, დოკუმენტში არ არის მითითებული, თუ რამდენი ხნით არის დაგეგმილი მოლოდინის დროის გახანგრძლივება.

ხორვატიის განცხადებით, წესების შეცვლა აუცილებელია, „რათა ავიაკომპანიებს ფინანსური წნეხი შეუმსუბუქდეს, რადგან ბოლო პერიოდში ფრენების გადადება კომპანიების გამო არ ხდება“.

„როიტერის“ ცნობით, ხორვატიის ინიციატივის განხილვა უახლოეს ხანში უნდა დაიწყოს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2011-იდან 2018 წლამდე პერიოდში გაუქმებული რეისების რაოდენობა ევროკავშირში 70%-ით გაიზარდა, ხოლო გადადებული რეისების – 56%-ით.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close