fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტებიხელოვნება

ლეონარდო და ვინჩის ავტოპორტრეტი 27 კვ. კმ „ტილოზე“

დღეს, 2 მაისს 500 წელი შესრულდა რენესანსის გენიოსის, ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან. თანამედროვე იტალიელი მხატვარი დარიო გამბარინი მართლაც გამორჩეული ხერხით, ლენდ-არტით მიაგებს პატივს უდიდესი მხატვრის, გამომგონებლისა და მეცნიერის ხსოვნას – გამბარინმა ვერონის პროვინციაში 27 კვადრატული კილომეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე ლეონარდოს პორტრეტი დახატა… ჩვეულებრივი ტრაქტორით.

დარიო გამბარინს თავისი ნამუშევრისთვის, რომელიც ლეონარდო და ვინჩის 1515 წლით დათარიღებული ავტოპორტრეტის რეპროდუქციას წარმოადგენს, 8 საათი, ტრაქტორი და 27 კვ. კმ მინდორი დასჭირდა. მან იტალიელი გენიოსის ავტოპორტრეტის რეპროდუქცია ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე (მაგ., მარკერები მიწაზე) შექმნა. ამრიგად, ეს ნამუშევარი ლეონარდო და ვინჩის უდიდესი პორტრეტია მსოფლიოში.

დარიო გამბარინი ლენდ-არტის სტილში მუშაობს. ობამა, პაპი ფრანცისკე, კენედი და მარტინ ლუთერ კინგი… – მათი გიგანტური პორტრეტებიც მის ფუნჯს (უფრო სწორად, ტრაქტორს) ეკუთვნის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამბარინის ნამუშევრის შესაფასებლად სათანადო სიმაღლეზე უნდა ახვიდე, რათა მთელი მასშტაბით დაინახო პორტრეტი.

ნახეთ ვიდეო, როგორ ხატავს ტრაქტორით მინდორზე დარიო გამბარინი ლეონარდო და ვინჩის პორტრეტს.

მოგეწონათ სტატია? – მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: სალვინის უნდა „მონა ლიზა“ ლუვრიდან იტალიაში დააბრუნოს

დაგაინტერესებთ: ჩიტების ფანტასტიკური ნაკვალევი ცაზე…

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close