იტალიასაზოგადოება

იტალიაში წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ამინდი უარესდება

იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში ძლიერი წყალდიდობაა. სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, წყალდიდობის გამო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ტაქსის მძღოლი დაიღუპა საკუთარ მანქანაში წყალდიდობის გამო ალესანდრიაში (ტურინიდან 90 კმ-ის დაშორებით, პიემონტის ოლქი). იგი ორშაბათ საღამოს დაიკარგა და მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ტურინში კი ხანდაზმულმა კაცმა მანქანის მართვის კონტროლი დაკარგა სველი ასფალტის გამო და ავარიაში დაიღუპა.

კომუნა კამპო ლიგურეში (გენუის პროვინცია) მაშველებმა იხსნეს ოჯახი, რომლის სახლი სამშაბათს ღამით მეწყერმა დაანგრია.

გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე პოს დონემ ერთ დღე-ღამეში 3,5 მეტრით მოიმატა, რის შედეგადაც რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიტბორა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლომბარდიაშიპიემონტსა და ლიგურიაში, სადაც წყალდიდობას მეწყერიც მოჰყვა.

რამდენიმე რაიონში დაზიანებულია სარკინიგზო ხაზები, ჩახერგილია გზები.

ცუდი ამინდი, რომელიც ჩრდილოეთ იტალიას დაატყდა თავს, უარესდება; უამინდობის ახალი ტალღა ძლიერი წვიმებით და ჭექა-ქუხილით ხუთაშაბათიდან პარასკევის პერიოდშია მოსალოდნელი.

საბედნიეროდ, 2 ადამიანი, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ, ცოცხლები იპოვეს.

პიემონტის და ლიგურიის პრეზიდენტებმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოითხოვეს.

პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე დღეს საღამოს ალესანდრიაში ჩადის, რათა უამინდობით გამოწვეული ზარალი ადგილზე შეაფასოს.

ალესანდრიაში არსებობს მდინარე ბორმიდის (Bormida) კალაპოტიდან გადმოსვლის საფრთხე, თუმცა ადამიანებისთვის არანაირი რისკი არ არსებობს: ორშაბათს ხიდი დაიკეტა, ხოლო  მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

 

მსგავს თემაზე:იტალიაში სტიქიის სამწუხარო შედეგი: 17 დაღუპული და რამდენიმემილიარდიანი ზარალი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close