მსოფლიოnewsიტალია

იტალიაში სტიქიის სამწუხარო შედეგი პირველი ნოემბრისთვის: 17 დაღუპული და რამდენიმემილიარდიანი ზარალი

17 ადამიანი დაიღუპა, პირველი ნოემბრის მონაცემებით, იტალიაში 29-30 ოქტომბრის სტიქიის შედეგად. ბოლოს გამოცხადებული 13 მსხვერპლის გარდა იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში კიდევ 4 ადამიანის დაღუპვის ფაქტზე La Repubblica წერს.

გამოცემის ცნობით, 2 ადამიანი დაიღუპა ვალ დ’აოსტას პროვინციაში იმის გამო, რომ ავტომანქანას, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, ხე დაეცა. კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა ბოლცანოს საავადმყოფოში წინა დღეს ხის დაცემისგან მიღებული ჭრილობებისგან. ერთი 81 წლის მოქალაქე კი საკუთარი სახლის სახურავიდან ჩამოვარდა, როდესაც ქარიშხლისგან დაზიანებული სახურავის შეკეთებას ცდილობდა, და გარდაიცვალა. ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში მეტეოროლოგიური პირობები ისევ რთულია.

რაც შეეხება სტიქიისგან მიყენებულ მატერიალურ ზარალს, მთლიანობაში (ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, დაზიანებული ხელოვნების ნიმუშები, ფესვებიანად მოგლეჯილი ათასობით ხე და ა. შ.), წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე მილიარდ ევროდ აფასებენ.

La Stampa, იტალიის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2018 წელს, 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით, უამინდობის გამო იტალიის სოფლის მეურნეობამ 750 მლნ ევროს ზარალი განიცადა. ოქტომბრის სტიქიის გარდა იტალიის სოფლის მეურნეობა გვალვამ, ნიაღვრებმა და სეტყვამ აზარალა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close