იტალიაკრიმინალისაზოგადოება

იტალიაში მამამ თავისი 16 თვის გოგონა ფანჯრიდან გადმოაგდო და თვითონაც თავის მოკვლა სცადა

იტალიაში მამამ თავისი 16 თვის შვილი ფანჯრიდან გადმოაგდო და თვითონაც გადმოხტა. პატარა გოგონა მაშინვე გარდაიცვალა, მამაკაცი კი, მძიმე მდგომარეობაში, ნეაპოლის კარდარელის საავადმყოფოში მოათავსეს.

შემთხვევა 15 ივლისს შუადღისას მოხდა სან ჯერნარო ვეზუვიანოში, კოზოლინოს ქუჩაზე, ნეაპოლთან ახლოს.

წინასწარი ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი სახლში თავის ცოლთან ერთად იმყოფებოდა. მათ ერთმანეთში პრობლემები ჰქონდათ და შესაძლოა გაშორებას აპირებდნენ. მამაკაცმა ცოლს მეორე ოთახში გასვლა სთხოვა. ამ მომენტში მან ხელის სტაცა თავის 16 თვის გოგონას და მეორე სართულიდან გადმოაგდო, შემდეგ თვითონაც გადმოხტა თავის მოკვლის მიზნით. სამწუხაროდ, პატარა მაშინვე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close