მედიცინამსოფლიოსაზოგადოება

ევროპაში სიფილისით დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სიფილისით (ათაშანგი) დაინფიცირების შემთხვევები უფრო მზარდია, ვიდრე აივ-ინფექციის. ბოლო დეკადის განმავლობაში სიფილისით დაავადებულთა რაოდენობა 70%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ევროპის დაავადებათა პროფილაქტიკისა და პრევენციის ცენტრზე (ECDC) დაყრდნობით ავრცელებს.

ECDC-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, 2007-2017 წლებში ევროპის 30 ქვეყანაში სიფილისით დაავადების 260 ათასი დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მხოლოდ 2017 წელს ევროპის 28 ქვეყანაში სიფილისის 33 189 შემთხვევა დადასტურდა.

ECDC-ის განცხადებით, დაავადებათა სტატისტიკის ზრდის მიზეზი დაუცველი სექსუალური კონტაქტია, განსაკუთრებით გეებში, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებში. ამასთან, ცენტრი აღნიშნავს, რომ სტატისტიკის ზრდას უმეტესად მამრობითი სქესის ადამიანებს შორის დაუცველი სექსი იწვევს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close