რაჭაში ზედიზედ 3 მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ონთან ახლოს 45 წუთის განმავლობაში სამჯერ დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი, 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა 30 მარტს თბილისის დროით 17:44 საათზე მოხდა.
თბილისის დროით 17:50 საათზე განმეორებითი, 4,2 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა. მესამე, 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა კი 18:31 საათზე დაფიქსირდა.
მოგვიანებით ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა განაცხადა, რომ მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია. მისივე თქმით, მიწისძვრის კერა სოფელ ფსორის მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით ექვს კილომეტრში იყო.
„მიწისძვრას რაიმე ზიანი და ნგრევა არ მოჰყოლია. ჩემი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დრომდე არ შესულა შეტყობინება დახმარების შესახებ“, – უთხრა ონის მუნიციპალიტეტის მერმა მედიას.
მსგავს თემაზე ხელოვნურმა ინტელექტმა მიწისძვრები ერთი კვირით ადრე და 70%-იანი სიზუსტით იწინასწარმეტყველა
რომელ ქვეყნებში შეიძლება განმეორდეს მიწისქვეშა ბიძგები და როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს (ვიდეო)
კომენტარები