მსოფლიოსაზოგადოება

როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს – საყურადღებო რჩევები

როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? – აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის რჩევებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ რეკომენდებულ ქმედებებს:

თუ შენობაში ხართ

* დარჩით ადგილზე! შეძვერით მაგიდის ან სხვა ავეჯის ქვეშ და ხელები ქვემოდან მიაბჯინეთ. მოშორდით ფანჯრებს, ბუხრებს, მძიმე ავეჯსა და ხელსაწყოებს;

* თავი შორს დაიჭირეთ ისეთი ნივთებისგან, რომლებიც შესაძლოა ჩამოვარდეს – მაგალითად, ჭაღი, კედლის კარადები და ა. შ.

* სასწრაფოდ დატოვეთ სამზარეულო, რადგან შეიძლება კედელზე დაკიდებული ავეჯი ჩამოცვივდეს და დაგაზიანოთ;

* არ გაიქცეთ კიბეებისკენ ან არ გავარდეთ გარეთ, სანამ ბიძგები არ შეჩერდება. როგორც კვლევებმა აჩვენა, ადამიანების დიდი ნაწილი დაზიანებებს, ძირითადად, შენობების დატოვების დროს იღებს;

* არ ისარგებლოთ ლიფტით.

თუ ქუჩაში ხართ

* თუ ქუჩაში ხართ, ეცადეთ მოშორდეთ შენობებს, შუქნიშნებს, ელექტროგადამცემ კაბელებს; გადით შედარებით ღია, ცარიელ სივრცეში.

თუ საჭესთან ხართ

* თუ საჭესთან ხართ, შეჩერდით, მაგრამ ფრთხილად. შეეცადეთ, თქვენი მანქანა მოძრაობის ზონიდან რაც შეიძლება შორს გაიყვანოთ;

* არ გაჩერდეთ ხიდზე ან მის ქვეშ, ესტაკადების, შუქნიშნების, ხეების, განათების ბოძებისა თუ საგზაო ნიშნების ქვეშ;

* დარჩით მანქანაში ბიძგების შეწყვეტამდე;

*მოძრაობის გაგრძელებამდე გაეცანით ახალ ამბებს, რათა შეიტყოთ, რაიმე დაზიანება ხომ არ მოხდა გზის იმ მონაკვეთზე, საით წასვლასაც აპირებთ.

თუ ნანგრევებში მოყევით

* არ აანთოთ ასანთი;

* არ იმოძრაოთ ან არ სცადოთ მტვრის მოშორება;

* პირზე ტანსაცმელი აიფარეთ;

* შეეხეთ მილს ან კედელს, რათა მაშველებმა ადვილად მოგაგნონ. იყვირეთ, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ამ დროს შესაძლოა მავნე მტვერი გადაგეყლაპოთ.

მომზადებულია usgs.gov-ის მიხედვით

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close