მოგზაურობასპორტი

EURO 2024-თან დაკავშირებით საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველო ევროპის ჩემპიონატს გერმანიის მიმართულებით გაზრდილი ფრენის სიხშირეებით ხვდება. კერძოდ, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში გერმანიის მიმართულებით დაახლოებით 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოს და გერმანიას შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს 4 ავიაკომპანია 8 მიმართულებით, კვირაში 30 სიხშირით.

Georgian Airways:

თბილისი – მიუნხენი – თბილისი – 3 სიხშირე;

• თბილისი – ბერლინი – თბილისი – 2 სიხშირე კვირაში.

Wizz Air:

• ქუთაისი – ბერლინი – ქუთაისი – კვირაში 3 სიხშირე;

• ქუთაისი – დორტმუნდი – ქუთაისი – კვირაში 2 სიხშირე;

• ქუთაისი – მემინგემი – ქუთაისი – კვირაში 3 სიხშირე;

• ქუთაისი – ჰამბურგი – ქუთაისი – კვირაში 2 სიხშირე;

• ქუთაისი – ფრანკფურტი – ქუთაისი – კვირაში 2 სიხშირე.

Lufthansa:

• მიუნხენი – თბილისი – მიუნხენი – 10 სიხშირე კვირაში.

Eurowings:

• ბერლინი – თბილისი – ბერლინი – 1 სიხშირე კვირაში;

• დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი – 2 სიხშირე კვირაში.

აღსანიშნავია, რომ გარდა პირდაპირი რეისებისა, გერმანიაში მოხვედრა სტამბოლის გავლითაც შეგიძლიათ. ორი ავიაკომპანია (Turkish Airlines და Pegasus Airlines) გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ფრენას ყოველდღე ასრულებს. ასევე შესაძლებელია ტრანზიტად სხვა ევროპული ქალაქები გამოიყენოთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close