ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

როგორი დახვედრა მოუწყვეს ბუდუ ზივზივაძეს „მშობლიურ“ გერმანულ კლუბში (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს ბუდუ ზივზივაძის დუბლით მოუგო 2:0. 30 წლის ფორვარდმა დასაწყისში ბურთი ძელს გაარტყა, მაგრამ შემდეგ ორი გოლი გაიტანა და მატჩის გმირად იქცა.

2023 წლიდან ბუდუ ზივზივაძე გერმანულ კლუბ „კარლსრუეში“ თამაშობს და კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული.

ბუნებრივია მისი ბენეფისის შესახებ გერმანულ მედიაშიც დაირწერა. როგორც გამოცემა Liga-Zwei.de  აღნიშნავს, ზივზივაძის ასეთი პერფორმანსი „კარლსრუეში“ გაუხარდათ, მაგრამ ასევე მის შესაძლო წასვლაზეც ანერვიულდნენ, რადგან ქართველი თავდამსხმელი, როგორც ნაკრებში, ისე გუნდში შესანიშნავ სეზონს ატარებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეში“ შესანიშნავი დახვედრა მოუწყვეს. ფეხბურთელი კლუბს ფინალში საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების გამარჯვების და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ დაუბრუნდა.

„ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ჩვენი თავდამსხმელი გუნდში დაბრუნდა! ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ბუდუს თბილად დავხვედროდით“, – წერია „კარლსრუეს“ ოფიციალური გვერდის განცხადებაში.

ფეხბურთელები ბუდუს საქართველოს დროშებით შეეგებნენ და წარმატება მიულოცეს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close