ტექნოლოგიები

ხელოვნურმა ინტელექტმა მიწისძვრები ერთი კვირით ადრე და 70%-იანი სიზუსტით იწინასწარმეტყველა

ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტმა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სეისმოაქტიურ რეგიონებში გამოცადეს, მიწისძვრები ერთი კვირით ადრე 70%-იანი სიზუსტით იწინასწარმეტყველა.

ამის შესახებ ამერიკის სეისმოლოგიური საზოგადოების ბიულეტენში გამოქვეყნებულ სტატიაშია მოთხრობილი.

ხელოვნურმა ინსტრუმენტმა წარმატებით იწინასწარმეტყველა 14 მიწისძვრა და თითქმის ზუსტად ივარაუდა მათი მაგნიტუდები, თუმცა გამორჩა ერთი მიწისძვრა და რვაჯერ გასცა ცრუ გაფრთხილება.

„მიწისძვრის პროგნოზირება წმინდა გრაალია. ჩვენ ჯერ არ ვართ ახლოს პროგნოზების გაკეთებასთან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მაგრამ რასაც მივაღწიეთ, გვეუბნება, რომ ის, რაც ჩვენ გადაუჭრელი პრობლემა გვეგონა, პრინციპში, არაა გადაუჭრელი“, – ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი, ტეხასის გამოთვლითი სეისმოლოგიის ცენტრის დირექტორი სერგეი ფომელი.

ipress.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close