ქართველი მომღერალი The Voice of Germany-ს მონაწილეა

19 წლის ქართველი მომღერალი ლიზი გოზალიშვილი The Voice of Germany-ს 2023 წლის სეზონის მონაწილეა.
მისი გამოსვლა 12 ოქტომბერს გერმანულ ტელეარხ ProSieben-ის ეთერში გავა.
როგორც ანონსიდან ჩანს, ლიზი გოზალიშვილი მაიკლ ჯექსონის Earth Song-ს შეასრულებს.
ქართველ გულშემატკივარს მისი გამოსვლის ხილვა The Voice of Germany-ს სოციალური მედიის პლატფორმებზე შეეძლება.
ლიზი გოზალიშვილი ამჟამად გერმანიაში, ბონის უნივერსიტეტში, მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ქართულმა საზოგადოებამ იგი მისი საავტორო სიმღერებით გაიცნო. გარდა ამისა, იგი ერთ-ერთი ქართული მუსიკალური პროექტის მონაწილეც იყო.
„გერმანიის „ვოისში“ მონაწილეობა სულ მინდოდა. ამ პროექტის ფორმატი ყოველთვის ძალიან მომწონდა და ბავშვობიდან აქტიურად ვუყურებდი. შეიძლება ითქვას, რომ ამ სცენაზე გამოსვლით ერთ-ერთი დიდი ოცნება ავისრულე.
პირველ ტურში მაიკლ ჯექსონის „Earth Song“ შევასრულე, რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი სიმღერაა. ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობაა. თუ როგორ გავართვი თავი, ეს 12 ოქტომბერს მაყურებელმა გადაწყვიტოს“, – უთხრა ლიზი გოზალიშვილმა Front News-ს.
კომენტარები