მსოფლიოსაზოგადოება

ლონდონში ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის £10-მილიონიანი სასახლე დაიწვა

ლონდონის სამხრეთით, სარეის საგრაფოში მდებარე £10-მილიონიანი სახლი დაიწვა. Daily Mail-ის ინფორმაციით, სახლი ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილს ქვრივს, ინა გუდავაძეს ეკუთვნის. 

გამოცემის თანახმად, სახლის სამწლიანი რენოვაცია, ფაქტობრივად, დასრულებული იყო,  როდესაც მას ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძარი 23 სექტემბერს გაჩნდა და მის ჩაქრობას რვა სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. ამჟამად სკოტლანდ იარდი მისი გაჩენის მიზეზებს სწავლობს. ცეცხლი, სავარაუდოდ, თავდაპირველად სახურავს მოედო.

სამსართულიანი და ცხრასაძინებლიანი სახლი დიდ ბრიტანეთში ინა გუდავაძის ერთ-ერთ საკუთრებას წარმოადგენს. სხვადასხვა შეფასებით, მისი ქონების მთლიანი ღირებულება 650 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევს.

Daily Mail-ის თანახმად, რენოვაციის დასრულების შემდეგ გუდავაძე შვილებთან – ლიანა ჟმოტოვასა და ია პატარკაციშვილთან ერთად სწორედ ამ სახლში გეგმავდა გადასვლას.

ეს ერთადერთი სახლი არაა, რომელსაც პატარკაციშვილები სარეის საგრაფოში ფლობენ, ამ სახლიდან 300 მეტრში მდებარეობს უფრო დიდი სახლი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილმა 2006 წელს შეიძინა და სადაც ის 2008 წელს გარდაიცვალა.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close