ქართველები უცხოეთშიხელოვნებაარტისტი

„როდესაც ამერიკაში ჩამოვიდა, უსახლკარო იყო და მეტროში ცხოვრობდა“ – NBC ნინი ბრეგვაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს

გამართლდა NOSTAL.GE-ს ინფორმაცია, ქართველმა მომღერალმა ნინი ბრეგვაძემ, რომელიც ამერიკულ მუსიკალურ შოუ The Voice-ში მონაწილეობს, ვარსკვლავური ჟიურიდან One direction-ის სოლისტი ნაილ ჰორანი აირჩია მწვრთნელად და მისი გუნდის წევრი გახდა.

ამერიკულ The Voice-ში ნინი iris ბრეგვაძის გამოსვლა „ღამის საუკეთესოდ“ აღიარეს –  ამის შესახებ სტატიას  ამერიკული საინფორმაციო გამოცემა NBC ავრცელებს.

ე. წ. ბრმა მოსმენის დროს ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ნაილ ჰორანმა მომღერალს „პოტენციურად გამარჯვებული“ უწოდა.

„მინდა ვაჩვენო მსოფლიოს, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებ. უბრალოდ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სახლი ძალიან მენატრება.. მინდა, დედაჩემმა თქვას, რომ მე აქ რეალური მიზეზით წამოვედი“, – განაცხადა ქართველმა The Voice-ის 24-ე სეზონის „ბრმა კასტინგის“ დროს.

NBC წერს,რომ როდესაც 20 წლის  ნინი ბრეგვაძე  2016 წელს საქართველოდან ნიუ-იორკში ჩავიდა საცხოვრებლად, მისი მთავარი მიზანი მუსიკალური კარიერის გაგრძელება იყო.

თავიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში გოგონა უსახ­ლკა­რო იყო და მეტ­რო­ში ცხოვ­რობ­და, ამჟამად ნიუ-იორკში რესტორნებში, ბარებსა და ქორწილებში მღერის.

„უნდა დამეწყო ჩემი ცხოვრების გაერთიანება. უნდა მეპოვა ადგილი, სამსახური და დამეწყო ჩემი მიზნისკენ სვლა, რისთვისაც აქ მოვედი,“– ამბობს ნინი.

ჟიურის ვარსკვლავური წევრები –  ჯონ ლეჯენდი, გვენ სტეფაი, ნაილ ჰორანი და რება მაკენტაირი ნინის გამოსვლის დაწყებისთანავე თითქმის ერთდროულად შემოტრიალდნენ.

„ეს იყო დღის საუკეთესო ვოკალი, უდავოდ ხარვეზის გარეშე, ვფიქრობ, ის პოტენციური გამარჯვებულია“, – თქვა ნაილ ჰორანმა,

„აღფრთოვანებული ვარ, რომ ვუყურე შენს შესრულებას. შენი სიმღერა სრულიად შთამბეჭდავია, მე მომწონს, როგორიც ხარ სცენაზე“, – დასძინა მაკენტაირმა.

„თქვენს ფიზიკურ პრეზენტაციასთან ერთად ყველაფერი ნათელი გახდა, თუმცა  პირველი, რაც გავიგეთ, რა თქმა უნდა, თქვენი ხმა იყო, მართლაც დახვეწილი და მაგარი“, – აღნიშნა ჯონ ლეჯენდმა.

ნინის თავის გუნდში წაყვანა ყველას სურდა, თუმცა ყველაზე მონდომებულად მაინც ნაილ ჰორანი სთხოვდა, რომ იგი აერჩია და ნინიმ საბოლოოდ მართლაც ბრიტანული პოპბენდის – One direction-ის ირლანდიელ სოლისტს მიანიჭა უპირატესობა და მისი გუნდის წევრი გახდა.

ნანა ძნელაძე

ნინი ბრეგვაძემ ამერიკულ The Voice-ში „ბრმა“ მოსმენისას ნამდვილი ფურორი მოახდინა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close