სპორტი

კვარა 23 წლისაა – ვინ და როგორ მიულოცა ქართველ ფეხბურთელს დაბადების დღე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 12 თებერვალს 23 წლის გახდა. ის უკვე მეორე წელია თავის დაბადების დღეს ხვდება, როგორც იტალიის სე­რია A-ს საუკეთესო მოთამაშე.

ქართველ ფეხბურთელს დაბადების დღე სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცეს თანაგუნდელებმა „ნაპოლიდან“ და ეროვნული ნაკრებიდან, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან კობიაშვილმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ და სხვებმა.

ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა Instagram-გვერდმა კვა­რას სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ სა­გან­გე­ბოდ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი ვიდეოკოლაჟი მი­უ­ძღვნა.

ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღის მისალოცი პოსტი გამოქვეყნდა „ნაპოლის“ ოფიციალურ ინსტაგრამგვერდზეც.

 

View this post on Instagram

 

A post shared by SSC Napoli (@officialsscnapoli)

კვა­რას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ულო­ცავს. ინ­სტაგ­რამ­ზე მისი ფო­ტოც გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც ხვი­ჩას მე­უღ­ლემ, ნიცა თა­ვა­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ნიცა თავიანთ ერ­თობ­ლივ ფო­ტო­საც აქვეყნებს ასეთი წარწერით: „გი­ლო­ცავ, მიყ­ვარ­ხარ“.

ხვიჩა კვარაცხელიას ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში 28 თამაშში 15 გოლი აქვს გატანილი. ხოლო რაც შეეხება „ნაპოლის“, მან გასული სეზონი სერია A-ში 12 გოლითა და 10 ასისტით დაასრულა, ხოლო მიმდინარე სეზონში მის ბალანსზე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ფიქსირდება.

2023 წლის 2 ივნისს ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე მოხვდა „ოქროს ბურთის“ ფინალში და საბოლოო სიაში მე-17 ადგილზე გავიდა.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close