ვიდეომსოფლიოკრიმინალი

ნიუ-იორკის მეტროში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილები (ვიდეო)

ნიუ-იორკის მეტროში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ნიუ-იორკის პოლიციამ განაცხადა, რომ ეძებენ შეიარაღებულ პირს, რომელმაც ცეცხლი გახსნა მეტროს მატარებლის მიმართულებით და პლატფორმაზე ბრონქსის სადგურზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი კი დაიჭრა.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის (NYPD) ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მატარებელში მოზარდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთ-ერთმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა მატარებელში, თუმცა ერთი გარდაცვლილი და 5-ვე დაჭრილი სადგურის პლატფორმაზე იმყოფებოდნენ, როდესაც ტყვია მოხვდათ. გარდაცვლილია 34 წლის მამაკაცი, ხოლო დაშავებულია სამი მამაკაცი და ორი ქალი 14-იდან 71 წლამდე ასაკის. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მივმართავ მსროლელს – ახლა შენ ხარ NYPD-ის ყველაზე ძებნილი და გეძებენ მსოფლიოში უდიდესი დეტექტივები, – თქვა ტარიკ შეპარდმა, NYPD-ის საჯარო ინფორმაციის კომისრის მოადგილემ. – გირჩევთ, რომ პოლიციას ჩაბარდეთ“.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close