საზოგადოებასაქართველო

ქართველმა ახალგაზრდამ ლიეტუვის სახელმწიფოს სასტიპენდიო პროგრამის სრული დაფინანსება მოიპოვა სამაგისტრო კურსისთვის

ქართველი ახალგაზრდა რეზი მამსიკაშვილი​ კაუნასის უნივერსიტეტში მარკეტინგის მიმართულებით 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე ლიეტუვის სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ისწავლის.

ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდიის მისაღებად რეზიმ რამდენიმე ეტაპი გადალახა და იმ კონკურსანტებს შორის მოხვდა, რომელთა სწავლასაც სამაგისტრო პროგრამაზე სახელმწიფო 100%-ით დააფინანსებს და, ამავე დროს, ყოველთვიურ სტიპენდიასაც გადაუხდის.

რეზი მამსიკაშვილი საქართველოს პირველი არხის სოციალური მედიის მენეჯერია. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ბევრ კომპანიასთან ციფრული მარკეტინგის მიმართულებით და არაერთ ქართველ არტისტთან პიარის მიმართულებით.

რეზი მამსიკაშვილი 2-წლიან სამაგისტრო კურსს ქალაქ კაუნასის უნივერსიტეტში – Vytautas Magnus University-ში (VMU) გაივლის ინგლისურ ენაზე. იგი ლიეტუვაში აგვისტოს ბოლოს გაემგზავრება.

წარმატება ვუსურვოთ მიზანდასახულ, შრომისმოყვარე და ნიჭიერ ახალგაზრდას!

მსგავს თემაზე: ვინ არის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც პოპულარულ ბრიტანულ ტაბლოიდზე წერს?

p. s. სხვათა შორის, რეზიმ რამდენჯერმე ჩვენი საიტისთვისაც მოამზადა მუსიკალურ თემებზე ინფორმაცია და ინტერვიუ:

ჯორჯ გურენი: „ყოველთვის მაქვს ამბიცია, ვიყო გლობალური მომღერალი“

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ახალი კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close