რჩევებიჰოროსკოპი

რატომ ითვლება 25 ივლისი 2023 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღად და რისი შეცვლა შეგიძლიათ ამ პერიოდში – ასტროლოგების რჩევა

ასტროლოგიაში საშუალო წერტილების საინტერესო ფენომენი არსებობს. ეს არის თარიღები, რომლებიც დაბნელებებს შორის შუა წერტილს ასახავს. ასტროლოგები აღნიშნულ დღეებს მნიშვნელოვანი ენერგიის მატარებელ პერიოდად მოიაზრებენ და ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ, ადამიანების ცხოვრება და მომავალი რადიკალურად შეცვალონ.

2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი ამ თვალსაზრისით, 25 ივლისია. ამ დღეს მთვარე სასწორის ნიშანში შევა და სასწორის ნიშნის წარსულის კარმულ კვანძებთან ზუსტ კავშირს დაამყარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, უკვე არსებული ურთიერთობა რადიკალურად შეცვალოთ. მაგალითად, შესაძლოა, სრულიად დაუგეგმავად მისწეროთ sms იმ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია, ფარულად მოგწონთ, მაგრამ თქმას ვერ ბედავთ, გამოუტყდეთ სიყვარულში, დაუბრუნდეთ წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს და განახლებისთვის პირველი ნაბიჯი გადადგათ. თუკი სამსახურიდან წამოხვედით, მაგრამ დაბრუნება გსურთ, შეგიძლიათ, მენეჯერს, უფროსს დაურეკოთ და შეხვედრა შესთავაზოთ. ამ დღეს კომუნიკაცია, ურთიერთობების აღდგენა, ან ახალ ეტაპზე გადაყვანა განსაკუთრებით აქტუალური იქნება და ყველა ადამიანი იგრძნობს, რომ ამ მიმართულებით რაღაცის შეცვლა შეუძლია. ამიტომ, შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.

ნებისმიერი მოლაპარაკება მარტივად და ეფექტიანად წარიმართება და მოგცემთ შესაძლებლობას, რომ სამომავლო წარმატებებისა და ბედნიერებისათვის ნიადაგი კარგად მოამზადოთ.

ასტროლოგების თქმით, ეს დღე განსაკუთრებული ენერგიის მატარებელია, უყვარს თავდაჯერებული, გამბედავი ადამიანები და სწორედ მათ უჭერს მხარს. ნუ მოგერიდებათ საკუთარი ამბიციების, სურვილების გამოვლენის და სამყარო დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. აუცილებელი პირობაა, რომ საკუთარ თავთან გულწრფელი იყოთ და მზაკვრული გეგმებისა თუ იდეების განხორციელებას, რომლებიც სხვა ადამიანებს დააზიანებს, ტკივილს მიაყენებს, ან ცუდად იმოქმედებს, ნუ განიზრახავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამყარო ამ ემოციას უკან ორმაგად დაგიბრუნებთ.

beaumonde.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close