ფსიქოლოგია

დაინგრევა თუ არა ოჯახი: მეცნიერებმა ღალატის პროგნოზირება ისწავლეს

ფლორიდის უნივერსიტეტის სწავლულებმა შეიმუშავეს მარტივი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც საკმაოდ ზუსტად შეიძლება იმის პროგნოზირება, უღალატებენ თუ არა ახალდაქორწინებულები ერთმანეთს უახლოეს ოთხ წელიწადში, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Journal of Personality and Social Psychology-ში გამოქვეყნდა.

როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჯიმ მაკნალტი ამბობს, სოციალურმა და გლობალურმა ქსელებმა ალტერნატიული პარტნიორის მოძებნის უსაზღვრო შესაძლებლობა გააჩინა.
„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რა უბიძგებს ქალებისა და მამაკაცების ერთ ნაწილს, აჰყვნენ ცდუნებას, ხოლო მეორეს – წინააღმდეგობა გაუწიონ მას“, – ამბობს ფსიქოლოგი.

მაკნალტის თქმით, მსგავსი კვლევის ჩატარების იდეა სწავლულთა გუნდს მას შემდეგ დაებადა, რაც აშშ-ში განქორწინებების შემაშფოთებელ სტატისტიკას მიაქციეს ყურადღება. ფსიქოლოგის განმარტებით, ამერიკაში ყოველი მეორე ოჯახი ქორწინებიდან რამდენიმე წელში ირღვევა.

ვითარებაში გარკვევის მიზნით მაკნალტიმ და მისმა კოლეგებმა 300 ახალდაქორწინებულ წყვილს მოუყარეს თავი, რომელთა ცხოვრებასაც სამ-ნახევარი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და სწავლობდნენ.
ამ დროის განმავლობაში ზოგი ოჯახი დაიშალა, ზოგ წყვილს კი ურთიერთობა დაეძაბა ღალატის გამო. ამან სწავლულებს საშუალება მისცა დაედგინათ, რომელი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორები ახდენდა გავლენას ოჯახის სიმტკიცეზე.

როგორც გაირკვა, ოჯახის დაშლის ალბათობა დამოკიდებულია ერთ ძალიან მარტივ რამეზე – იმაზე, თუ რამდენად ძლიერ იზიდავს ქალსა თუ მამაკაცს უცნობი სიმპათიური ადამიანის სახე.
აღმოჩნდა, რომ ის წყვილები, რომლებიც დიდხანს ათვალიერებდნენ ხოლმე მეცნიერების მიერ შეთავაზებულ მიმზიდველი გარეგნობის ქალებისა და მამაკაცების ფოტოებს, უფრო ხშირად ეყრებოდნენ ერთმანეთს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ვიდრე ისინი, რომლებიც ამას ნაკლებ დროს უთმობდნენ.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ რაც ნაკლებად ლამაზი ეჩვენებოდათ ეს ფოტოები ახალდაქორწინებულებს, მით ნაკლებად ღალატობდნენ ერთმანეთს.

მაკნალტი ხაზს უსვამს, რომ ეს ადამიანის ნებით კი არ ხდება, არამედ ტვინისა და სხვა ორგანოების განსხვავებული ბიოლოგიური მუშაობის შედეგია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღალატისა და განქორწინების ალბათობის „შეგნებულად“ გაზრდა ან შემცირება შეუძლებელია.

„ადამიანებს ყოველთვის არ ესმით, რას აკეთებენ და რატომ აკეთებენ. მსგავსი პროცესები ძალისხმევას არ მოითხოვს და სპონტანურია. მათზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ბიოლოგიამ, ან რაღაც ბავშვურმა კომპლექსებმა თუ შთაბეჭდილებებმა“, – ამბობს მკვლევარი.

ჯიმ მაკნალტის თქმით, აღნიშნული დასკვნა დაეხმარება ფსიქოლოგებს, სწორი სტრატეგია შეურჩიონ თავიანთ კლიენტებს ოჯახურ პრობლემებთან ბრძოლისას.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close