ეკონომიკასაქართველო

6 წელზე ძველი ავტომობილები აღარ აიკრძალება, თუმცა განბაჟება გაძვირდება

მთავრობამ 12 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის თაობაზე შეცვალა – აკრძალვის ნაცვლად გაზრდილი საბაჟო გადასახადი დაწესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 მარტს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე ძველ ავტომობილებზე დაწესდება კუბზე [1 სმ3] 4,5-ლარიანი ტარიფი, აქციზი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე. სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების, ასევე, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“, – თქვა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე 12 მარტს.

დღევანდელი კანონმდებლობით, საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლით, 6 წელზე ძველი ავტომობილის შემოყვანის ტარიფი 1 სმ0,8 ლარიდან იწყება და, სიძველის მიხედვით, 2,4 ლარამდე აღწევს.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close