ვიდეოსპორტი

ჩემპიონთა ლიგა: ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით „პსჟ“-მა „ჩელსი“ 3-ბურთიანი სხვაობით დაამარცხა – 5:2 (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი თამაში „პსჟ“-სა და „ჩელსის“ შორის პარიზის „პარკ დე პრენსზე“ 11 მარტს (პარიზის დროით) დაძაბული გამოდგა – მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ ბრედლი ბარკოლას (10 წუთზე) და უსმან დემბელეს (40) გოლებით, მაგრამ ლონდონელებმა ორივეჯერ შეძლეს გათანაბრება – 28-ე წუთზე მალო გუსტომ გაიტანა, 57-ეზე კი – ენცო ფერნანდესმა.

ხვიჩა კვარაცხელიას პირველ ტაიმში არ უთამაშია და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე გამოჩნდა. მან დეზირე დუე შეცვალა. ხვიჩას შემოსვლის შემდეგ თამაში შეიცვალა და მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. 74-ე წუთზე მეკარე ფილიპ იორგენსენის შეცდომით კარგად ისარგებლეს პარიზელებმა, ბარკოლამ მოწინააღმდეგის მეკარისგან მიღებული ბურთი კვარაცხელიას გადააწოდა, კვარაცხელიამ – ვიტინიას, მან კი ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო და „პსჟ“ისევ წინ გაიყვანა – 3:2.

თუმცა მაყურებლებისთვის ჯადოსნური მომენტი ჯერ წინ იყო: 86-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საჯარიმოს კუთხიდან ბურთი კარში ჩაახვია და, პრაქტიკულად, აუღებელი დარტყმით მე-4 გოლი გაიტანა. დამატებით დროში, 90+3-ე წუთებზე ხვიჩამ დუბლი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა.

ამ დროისთვის მას ჩემპიონთა ლიგაზე 6 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა აქვს.

ნუცა ყაველაშვილი

განმეორებითი შეხვედრა „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის 17 მარტს გაიმართება. პარიზელები ლონდონში 3-ბურთიანი უპირატესობით ჩავლენ.

ნახეთ მატჩის გამორჩეული მომენტები, ხვიჩას გოლების ჩათვლით.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close