ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთში განგაშია – ევაკუაცია ვერსალიდან და ლუვრიდან, მკვლელობა სკოლაში (ვიდეო)

ლუვრი დროებით დაიხურა უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე

საფრანგეთში მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების მაღალი დონის განგაში გამოცხადდა, – ამის შესახებ „ფრანს 24“ წერს.

ორი დღის წინ საფრანგეთის ქალაქ არასში ჩეჩნური წარმოშობის 20 წლის მოჰამედ მოგუჩკოვმა მასწავლებელი მოკლა, სამი ადამიანი კი დაჭრა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს მოჰამედ მოგუჩკოვი, რომელიც ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არასში მომხდარ ინციდენტს „ისლამური ტერორიზმის ბარბაროსობა“ უწოდა.

მთავრობამ ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად  საჯარო ადგილებში დამატებით 7 ათასი სამართალდამცავი  განათავსა.

14 ოქტომბერს, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მუზეუმს – ლუვრს ვიზიტორების ევაკუაცია მოუწია საგანგებო შეტყობინების გამო მუზეუმში ბომბის არსებობაზე..

ლუვრის პრესსპიკერის თქმით, მუზეუმმა მიიღო წერილობითი შეტყობინება, რომელშიც მუზეუმისა და ვიზიტორებისთვის „რისკის“ შესახებ იყო საუბარი.

ლუვრის საკომუნიკაციო სამსახურის განცხადებით, არავინ დაშავებულა და არც ინციდენტი აღნუსხულა.

ლუვრმა თავის გვერდებზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, მუზეუმი დროებით აჩერებს მუშაობს, ხოლო ისინი, ვისაც ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ, კომპენსაციას მიიღებენ..

შესაძლო საფრთხის გამო ლუვრის მუზეუმის შემდეგ ვიზიტორები ვერსალის სასახლიდანაც გამოიყვანეს. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სასახლის ადმინისტრაციამ მიიღო ანონიმური შეტყობინება, რომლის თანახმადაც, სასახლეში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. შეტყობინება ადგილობრივმა პოლიციამ ფოსტით მიიღო.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

მსგავს თემაზე: საფრანგეთში მოსწავლემ გაკვეთილის დროს მასწავლებელი ქალი მოკლა

საფრანგეთში სკოლის მასწავლებლის თავის მოკვეთის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს – სავარაუდო მკვლელი, 18 წლის ჩეჩენი მოსკოვშია დაბადებული

ფრანგი მასწავლებლის მკვლელი ჩეჩნეთის სოფელში დაასაფლავეს (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close