„შოთაობა 2023“ – ასპინძის სოფელ რუსთავში ტრადიციული პოეზიის სახალხო დღესასწაული გაიმართა (ფოტოები)
„საპატიო ასპინძელები“ დააჯილდოვეს, ახალდაქორწინებულ წყვილებს „ვეფხისტყაოსანი“ გადაეცათ საჩუქრად
23 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ტრადიციული პოეზიის სახალხო დღესასწაული – „შოთაობა-2023“ გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებების დასაწყისში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ასპინძის ცენტრში, სამკუთხა პარკში და სოფელ რუსთავში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ჭიდაობასა და საჯილდაო ქვის აზიდვაში.
„შოთაობა-2023“-ის დღესასწაულზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ „საპატიო ასპინძელის“ წოდებით დააჯილდოვა ასპინძის მკვიდრი ღვაწლმოსილი პედაგოგი ლარისა მელიქიძე, სოფელ დამალის მცხოვრები ექიმი აკოფ აკოფიანი და ასპინძის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი ტრისტან მურადაშვილი.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ მუნიციპალიტეტში ახალდაქორწინებული წყვილები ტრადიციულად „ვეფხისტყაოსნით“ დაასაჩუქრა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული პირველი პრემია (1500) ლარი ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ პოეტ მაია მინდელ-ბენაშვილს გადაეცა.
„შოთაობა“ ასპინძის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად აღინიშნება.
კომენტარები