რას არ გაიგებ/ფაქტებისაბერძნეთი

საბერძნეთში ცხვრის ფარამ კანაფის პლანტაცია მოძოვა – შემთხვევის შესახებ მწყემსი ჰყვება

საბერძნეთში ცხვარი კანაფის სათბურში შეიჭრა და თითქმის მთელი პლანტაცია შეჭამა. ამის შესახებ Greek Reporter-ი იუწყება.

ნახირი, რომელიც თესალონიკის ნახევრად დატბორილ დაბლობზე ძოვდა, ბალახის საძიებლად სამედიცინო კანაფის სათბურში შეიჭრა და პლანტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი „მოძოვა“.

მწყემსი, რომელიც მოგვიანებით ფარას დაეწია, ცხვრების აღტყინებულმა ქცევამ დააფიქრა. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ცხვრებმა მოახერხეს კანაფის მნიშვნელოვანი რაოდენობის შეჭმა, რაც მათ ქცევაზე აისახა კიდეც.

კანაფის პლანტაციის მფლობელმა ფერმერმა განმარტა, რომ ცხოველებმა დაახლოებით 100 კილოგრამი მოსავალი გაანადგურეს. ამავდროულად, მან ჟურნალისტებს შესჩივლა, რომ ადრე მისი მოსავლის ნაწილი ქარიშხალმა „დანიელმა“ დააზიანა. „არ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო“, – უთხრა ჟურნალისტებს მომხდარის შესახებ ფერმერმა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close