ვიდეოქართველები უცხოეთში

ემიგრანტი დედა-შვილის ისტორია – ცხოვრება ალცჰაიმერის დიაგნოზით (ვიდეო)

ალცჰაიმერის დაავადება – თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით ხასიათდება. ეს დაავადება პირველად აღწერა გერმანელმა ექიმმა ა. ალცჰაიმერმა 1970 წელს. ალცჰაიმერის დაავადება შეძენილი ჭკუასუსტობის (დემენციის) ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს.

ამ დაავადების აღმოცენება არ არის დამოკიდებული ეროვნებაზე, რასაზე ან სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ალცჰაიმერის დაავადება მხოლოდ აშშ-ში 1,5 მილიონ ადამიანს აღენიშნება. აშშ-ში ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრები 1,3 მილიონი ადამიანიდან 30%-ს აქვს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი.

დაავადება ხშირად ამოუცნობი რჩება და სიკვდილიანობის მიზეზთა შორის იგი მეოთხე ადგილზეა, მხოლოდ აშშ-ში ამ დაავადებისგან ყოველწლიურად 100 000 ადამიანი იღუპება.

ფსიქიკის დეგრადაციის პროცესი წლების განმავლობაში გრძელდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც პაციენტისთვის, ისე მისი ოჯახის წევრებისთვის.

გაიცანით ანა ბარბაქაძე – გოგონა, რომელმაც ბოლო სტადიის დემენცია სიყვარულით „დაიმეგობრა“.

როცა დედა უკვე წელიწადზე მეტია ვერ გცნობს – ცხოვრება ალცჰაიმერის დიაგნოზით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close