იტალიასაზოგადოება

ტრაგედია იტალიაში: 10 წლის ბავშვი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩენილი საბრძოლო მასალის აფეთქებამ იმსხვერპლა

10 წლის ბიჭი, რომელიც მძიმედ დაიჭრა 22 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინციდენტი ვივაროში (კომუნა იტალიაში, პორდენონეს პროვინციაში, ფრიული ვენეცია ჯულიას რეგიონში) მოხდა ბავშვის სახლის სიახლოვეს მდებარე გარაჟში, დაახლოებით საღამოს 7 საათზე.

ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

წინასწარი ვარაუდით, მოულოდნელად აფეთქდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა ან მისი ნაწილი, რომელიც ბავშვის პაპამ იპოვა და სახლში მიიტანა.

10 წლის ბიჭი გაბრიელე კაზარატო 118-მა პორდენონეს სანტა მარია დელი ანჯელის საავადმყოფოში გადაიყვანა უმძიმეს მდგომარეობაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. იგი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაშია ბავშვის პაპა, რომელიც ასევე საავადმყოფოში მოათავსეს.

ვივაროს მერის გადაწყვეტილებით, ბიჭუნას დაკრძალვის დღეს კომუნაში გლოვა გამოცხადდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close